ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღია კარის დღეს გამართავს.
უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღია კარის დღეზე ავთანდილ დემეტრაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ადამიანის უფლებები.“
ღონისძიებას, უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.
კონფერენციის ორგანიზატორები უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გაეროს განვითარების პროგრამა, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ არიან.
ღონისძიება დღეს 12:00 საათზე გაიმართება

















