საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დღეს, სასტუმრო თბილისი მარიოტში,
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავენ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. ღონისძიება იმართება პროექტის „საქართველოს
სახალხო დამცველის ხელშეწყობა“ ფარგლებში და საფრანგეთის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის,ნიდერლანდების, შვედეთის, გერმანიის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების,ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლობით.
ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებული ღონისძიება 11 საათზე დაიწყება და 17 საათამდე გასტანს.

















