„ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა“ (OECI) რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ტყის პრობლემატიკაზე მუშაობას იწყებს
ამ მიზნით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართეს.
„ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა“-ს წარმომადგენლების ინფორმაციით, „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ინიციატივის შესახებ, ინფორმაციის მიღების შემდეგ,
შეხვედრის მონაწილეები, სატყეო სექტორში კონკრეტული გეგმების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.
ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური
მხარდაჭერით, საქართველოს 7 რეგიონში ხორციელდება. ინიციატივის მიზანია, წვლილი შეიტანოს საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმირებაში ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდისა და საკითხზე ორიენტირებული დიალოგის განვითარების გზით.

















