ქართველი მეგზევეები, დღეს პროფესიულ დღესასწაულს – ”მეგზევის დღეს” აღნიშნავენ.
ამ დღესთან დაკავშირებით სასტუმრო „რედისონში“ სპეციალური ღონისძიება გაიმართება, სადაც მეგზევეებს პროფესიულ დღესასწაულს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი მიულოცავენ.
მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე, საქართველოს მეგზევეთა საზოგადოება გააჟღერებს ინიციატივას, გიორგი რობიტაშვილის სახელობის პრემიის დაწესების თაობაზე, რომელსაც მომავალი წლიდან საუკეთესო მეგზევეები, საგზაო ფაკულტეტების სტუდენტები და მეცნიერები მიიღებენ.
შეხვედრის მონაწილეებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი 2013 წლის გეგმებსა და საგზაო დარგის განვითარებისათვის დაგეგმილ სიახლეებს გააცნობს.

















