გურჯაანის წიგნის სახლში, დღეს წიგნის - “საქართველო - დასავლეთი, ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან”, პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და დაფინანსებით გამოიცა.
საინფორმაციო ცენტრის პრესსამსახურის ცნობით, მსგავსი ხასიათის ნაშრომი პირველია და ის, საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ურთიერთობათა ისტორიას აერთიანებს.
მისი ავტორები, ისტორიკოსები - რუსუდან დაუშვილი და შოთა უტიაშვილი არიან.
წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ჟურნალისტებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემა ნატოს უკანასკნელი მინისტერიალი და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები იქნება.

















