საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სლოგანზე, დღეს კონკურსი გამოცხადდა.
სამინისტროს აპარატის უფროსის განცხადებით, საკონკურსო განაცხადები 10 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.
გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალური კომისია სამინისტროს თანასპონსორებთან ერთად.
გამარჯვებული სლოგანის ავტორი 3 სახის პრიზს - ფულად პრემიას 300 ლარის ოდენობით, სპორტულ კომპლექს „არენას“ ერთთვიან აბონემენტს და ერთ-ერთი სპორტული მაღაზიის 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.
გამარჯვებული 2013 წლის 4 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დაჯილდოვდება.

















