სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, დღეს საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა.
ფედერაციის პრეზიდენტობისათვის კენჭს ერთი კანდიდატი - გიორგი ჩაკვეტაძე იყრიდა.
პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში, მონაწილეობა ხმის მიცემის უფლების მქონე 20-მა დელეგატმა მიიღო. ყრილობაზე ჩატარდა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გამგეობის წევრთა არჩევნებიც.
დელეგატებმა ვიცე-პრეზიდენტებად იაგო გორგოძე და ირაკლი ბერიძე დაამტკიცეს, გენერალურ მდივნად კი ლევან ოდიშარია.
პარაოლიმპიურ კომიტეტს 2003-2011 წლებში დავით მაისურაძე ხელმძღვანელობდა, 2011 წლიდან კი კომიტეტს ლევან ოდიშარია თავკაცობდა.

















