სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, დღეს  საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. 
ფედერაციის პრეზიდენტობისათვის კენჭს ერთი კანდიდატი - გიორგი ჩაკვეტაძე იყრიდა. 
პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში, მონაწილეობა  ხმის მიცემის უფლების მქონე 20-მა დელეგატმა მიიღო. ყრილობაზე ჩატარდა კომიტეტის  ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნისა და გამგეობის წევრთა არჩევნებიც.
დელეგატებმა ვიცე-პრეზიდენტებად იაგო გორგოძე და ირაკლი ბერიძე დაამტკიცეს, გენერალურ მდივნად კი ლევან ოდიშარია.
პარაოლიმპიურ კომიტეტს 2003-2011 წლებში დავით მაისურაძე ხელმძღვანელობდა, 2011 წლიდან კი კომიტეტს ლევან ოდიშარია თავკაცობდა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












