საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, მიმდინარე წლის 29 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 69 პროცენტი,
ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური აქტივობის დონით უკმაყოფილოა.
კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური აქტიურობის დონეს“, გამოკითხვაში მონაწილეთა 69 პროცენტმა უპასუხა, რომ მას ნეგატიურად აფასებს, 23,8 პროცენტი კი, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის აქტივობის დონეს პოზიტიურად აფასებს.
ამასთან, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა მონაწილეთა 7,2 პროცენტს გაუჭირდა.

















