აკაკი ხორავას სახელობის თეატრის მოღვაწეთა კავშირის დარბაზში, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლაზარე” საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაიმართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ მოძრაობიდან აცნობეს, ,,ლაზარეს” მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგის გაწევა და ანალიზის გაკეთება.
მოძრაობა ,,ლაზარე” 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.
საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლაზარეს’ დამფუძნებელი და თავმჯდომარე პოეტი რეზო ამაშუკელია.
შეხვედრა დღეს 18:00 საათზე გაიმართება.

















