ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის კვლევის ინსტიტუტმა ”პოსტ/კლასიკა” - წიგნების ახალი სერიის გამოშვება დაიწყო.
უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ეს არის თანამედროვე მოკლე ტექსტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თეორიული აზროვნების განვითარებაზე.
უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, სერიის პირველ წიგნს იმანუელ კანტისა და მიშელ ფუკოს ტექსტების თარგმანი წარმოადგენს, რომლებიც ცდილობენ პასუხი გასცენ შეკითხვას: ”რა არის განმანათლებლობა?“. ამ ტექსტების მნიშვნელობა განმარტებულია გიგი თევზაძის წერილში, რომელიც წიგნის შესავალს წარმოადგენს.
პირველი წიგნის პრეზენტაცია დღეს 17:00 საათზე ილიაუნის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება.

















