სარემონტო სამუშაოების გამო, 7 დეკემბერს 12 - დან 18 საათამდე სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩისა და ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ.
დღესვე ელექტროენერგიის მიწოდება ჩუღურეთის რაიონის ნაწილს, კონკრეტულად კი აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და კვინიტაძის ქუჩის მაცხოვრებლებსაც შეეზღუდებათ.
ასევე სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს 10 - დან 17 საათამდე, ელექტროენერგიას ნაძალადევის რაიონის, კერძოდ, გურამიშვილის გამზირი (ნაწილობრივ), სადმელის, კაკაბაძის, გარიშვილების, ამირანაშვილის, ველისციხის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლები მიიღებენ შეზღუდვით.

















