საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უეფა-ს თასის ოთხთა ფინალს  ფუტსალში, თბილისი უმასპინძლებს. 
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს,  უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე იქნა მიღებული.
ოთხთა ფინალის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ის აპრილში გაიმართება.
უეფა-ს თასის დასკვნით ტურნირში მონაწილეობას მიიღებს  მასპინძელი "იბერია სტარი", ესპანური "ბარსელონა", ყაზახური "კაირათი" და რუსული "დინამო".
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












