საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად ალექსანდრე მეტრეველი (უმცროსი) აირჩიეს. 
ინფორმაციას ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამინისტროში გამართულ ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტობისათვის კენჭი 2-მა კანდიდატმა - მოქმედმა პრეზიდენტმა -ლეილა მესხმა და ალექსანდრე მეტრეველმა იყარეს.
არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე 60 დელეგატდან 57 მონაწილეობდა. ფარული კენჭისყრით, ალექსანდრე მეტრეველს მხარი 33-მა,  ლეილა მესხს კი 22-მა დელეგატმა დაუჭირა.
 2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა. 
სამინისტროს ინფორმაციითვე, ალექსანდრე მეტრეველი ჩოგბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის შემადგენლობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












