დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში,ცოფის კერის გამოვლენის გამო, გამგებლის ბრძანებით, ე.წ. „თელა წყალის“ ტერიტორია არაკეთილსაიმედო კერად გამოცხადდა და კარანტინი დაწესდა.
ცოფი ერთ-ერთი ადგილობრივი გლეხის კუთვნილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს დაუდგინდა.
ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს“ უკვე დაევალა დაავადებულ ცხოველთან კონტაქტირებული მოსახლეობის აღრიცხვა და მონიტორინგი მათთვის ანტირაბიული პროფილაქტიკური აცრების ჩატარებაზე.
სოფელ ზემო მაჩხაანის მიწათსარგებლობის ტერიტორიაზე - ადგილი ,,თელა 
წყალი“, აიკრძალა ძაღლებისა და კატების ქუჩაში გაყვანა. ამასთანავე  სურსათის  ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურ სამმართველოს – ცოფიან ცხოველთან კონტაქტირებული ცხოველების გამოვლენა - ლიკვიდაცია, იმუნო-ბუფერული ზონის შექმნის მიზნით ცოფის ამთვისებელი ჯანმრთელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია, ცოფიანი ცხოველის მიერ 
დასნებოვნებული ეზოების დეზინფექცია და აღნიშნული დაავადების თაობაზე 
მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა დაევალა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












