დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ, დღეს გლდანში, 4 000 კვ. მეტრ ფართობზე აშენებული ახალი სავაჭრო ცენტრი - „ფრესკო“ გახსნა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე, 80 მანქანაზე გათვლილი პარკირების ტერიტორია მოეწყო, ხოლო მეორე სართულზე სუპერმარკეტი განთავსდა. ახალი სავაჭრო ცენტრი მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება და 25 000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას შესთავაზებს.
მერიის ინფორმაციითვე, „ფრესკოში“ ამჟამად 80 ადამიანია დასაქმებული.
სავაჭრო ცენტრი დღეს უგულავამ ინვესტორთან ერთად გახსნა.

















