დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ, დღეს გლდანში, 4 000 კვ. მეტრ ფართობზე აშენებული  ახალი სავაჭრო ცენტრი - „ფრესკო“ გახსნა. 
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შენობის პირველ სართულზე, 80 მანქანაზე გათვლილი პარკირების ტერიტორია  მოეწყო, ხოლო მეორე სართულზე სუპერმარკეტი განთავსდა. ახალი სავაჭრო ცენტრი მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში  მოემსახურება და 25 000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას  შესთავაზებს. 
მერიის ინფორმაციითვე,  „ფრესკოში“ ამჟამად 80 ადამიანია დასაქმებული. 
სავაჭრო ცენტრი დღეს უგულავამ ინვესტორთან ერთად გახსნა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












