საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა, შსს-ს დანაყოფების - „სოდის“ და „კუდის“ გაუქმებას გამართლებულად მიიჩნევს.
კითხვაზე „გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების "კუდის" და "სოდის" გაუქმება “, გამოკითხვაში მონაწილეთა 65,7 პროცენტი დადებითად პასუხობს, 14,3 პროცენტს კი აღნიშნული დანაყოფების გაუქმება გაუმართლებლად მიაჩნია.
ამასთან, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 20 პროცენტს გაუჭირდა.

















