ფონდი ”ლიბერალური აკადემია თბილისი”, ესტონელი პარტნიორის, პოლიტიკური კვლევების ცენტრის „პრაქსისი“–ს მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს.
ცენტნრი „პრაქსისი“-ის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს სამი სემინარის ჩატარებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ადვოკატირების უნარ-ჩვევების გაზრდასა და ქვეყანაში პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართულობის გაძლიერებაზე.
ცენტრის ინფორმაციითვე, სემინარს საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პრიტ ტურკი გახსნის, ხოლო მას პრაქსისის აკადემიის დირექტორი, კრისტინა მანდი გაუძღვება.
პირველი სემინარი 6-7 დეკემბერს, სასტუმრო ”ბეთსი”-ში ჩატარდება.

















