დღეს დილით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.
ვებ-გვერდის გატეხვის შესახებ ინფორმაციას, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს. მათი თქმით, სპეციალისტები მუშაობას უკვე შეუდგნენ, თუმცა ამ დროისთვის უცნობია რომელი ქვეყნიდან განხორციელდა საიტზე კიბერშეტევა.

















