ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო მაგისტრალებსა და გზებზე ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
როგორც "ნიუსპრესს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, უღელტეხილებზე დაწესებული სპეციალური რეჟიმი მოიხსნა და გადაადგილება თავისუფალია.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ნალექი თოვლის სახით 12 მარტამდე შენარჩუნდება.

















