გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.  
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ბიზნესის განვითარებაში გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა და სხვა პრიორიტეტული საკითხების განხილვაა.
შეხვედრა დღეს 16 საათზე სასტუმრო „Holliday Inn“-ში გაიმართება.
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












