ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს  ილია II-ს შეხვდა.
ისრაელის საელჩოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ელჩმა პატრიარქს ებრაულ დღესასწაულ ჰანუქამდე ჩამოტანილი ზეთი და წმინდა მიწის რუქების კრებული გადასცა.  ჰანუქას დღესასწაულის  აღნიშვნა, რომელიც მეორე საუკუნეში მაკაბელების აჯანყებას ეძღვნება,  ამ კვირას დაიწყება.
საელჩოს ინფორმაციითვე, ისრაელის ელჩის თქმით, ეს დღესასწაული სიმბოლოა დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და რელიგიური თავისუფლებისა, იმ ფასეულებების, რომელიც ისეთივე  ძვირფასია ქართველებისთვის როგორც ებრაელებისთვის.
პატრიარქმა ორ ერს შორის საუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა, ელჩს ჰანუქისთვის 9 სანთელი გადასცა და ყველას ბედნიერი დღესასწაული უსურვა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












