სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოში ჩამოსული  საერთაშორისო მოგზაურების  რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.  
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლის 11 თვის მონაცემებით (იანვარი-ნოემბერი)  საქართველოს სულ 4 017 375 უცხოელი მოგზაური ესტუმრა,  რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 58%-ით აღემატება.
ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, 11  თვის მონაცემებით შემდეგი ქვეყნები- თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ირანი ლიდერობენ.
მონაცემების  გაანგარიშება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო 
რეკომენდაციების მიხედვით ტურიზმის სტატისტიკის შესახებ ხდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












