logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის 40 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის 40 მილიონ ევროს გამოყოფს
10:26 05.12.2012
ევროკავშირი და საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამას განახორციელებს.
ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ევროკავშირის წარმომადგენლებთან სპეციალური შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა დავით კირვალიძემ, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის მისიის ხელმძღვანელმა ანდრეა ფონტანამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა შეხვედრაზე პროექტის დაწყების თარიღი და ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის 40 მლნ ევროს გრანტს გამოყოფს.
„სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ერთობლივად ვიწყებთ“ - განაცხადა დავით კირვალიძემ შეხვედრის შემდეგ.
პროგრამის მიზანი საქართველოში სურსათის წარმოების გაზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირებაა. პროგრამის ამოცანა ეროვნული სექტორული სტრატეგიის განხორციელების დახმარება და მცირე ფერმერული ორგანიზაციების გაძლიერებაა.
„მომავალ წელს ევროპის საქართველოსადმი მხარდაჭერის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, სოფლის მეურნეობა იქნება. თუმცა მისია ასევე მუშაობს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე 2014-17 წლებისთვისაც. ჩვენ შევხვდით ქართულ მხარეს, რომ განგვესაზღვრა ის მიმართულებები, რომელიც უფრო საინტერსოა საქართველოსთვის ევროპული დახმარების კუთხით. ვფიქრობ შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო“- აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.
პროგრამა მოიცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებას კოოპერაციის მხარდაჭერისა და სერვის ცენტრების შექმნის პროგრამაში, ასევე დაეხმარება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ხელს შეუწყობს არასამთავრობო სექტორის ჩართვით კერძო სექტორის განვითარებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა