ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამის ERASMUS MUNDUS-ის წარმომადგენლებთან, დღეს  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართება.
უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტებთან, ახალგაზრდა მკვლევრებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან გაიმართება. 
უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, სტუდენტები ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის პროექტების კოორდინატორებს, ბოლონიის უნივერსიტეტის წარმომადგენელ ფრანჩესკა მალტაუროსა და მონპელიეს უნივერსიტეტის წარმომადგენელ კოლინ ვოლეს შეხვდებიან. 
2013 წლიდან აღნიშნული პროექტების ფარგლებში   გაცვლითი პროგრამები ევროპის 20 უნივერსიტეტში განხორციელდება.
შეხვედრა დღეს 15:00 საათზე გაიმართება
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












