საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი), ხვალ  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, გამოიფინება 8-16 წლამდე ასაკის მოსწავლეების ნამუშევრები, გრაფიკასა და ფერწერაში შესრულებული ნახატები,  ასევე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: თექა, ნაქარგობა და კერამიკა.
გამოფენა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ ეძღვნება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












