საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბეი ფენგი,    
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ლოლა პეტროვა და საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მაიკლ ტერნერი მიიღო. 
 
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა  მომავალი ურთიერთობებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. 
„დღევანდელი ვიზიტის მიზანია საფუძველი ჩაეყაროს  საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობის შესახებ სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში დაგეგმილ ხალხთა შორის კომისიის სამუშაო შეხვედრას, რომელიც რამდენიმე კვირაში ვაშინგტონში გაიმართება“ - განაცხადა  ბეი ფენგმა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












