ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამის ERASMUS MUNDUS-ის წარმომადგენლებთან, ხვალ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართება.
უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტებთან, ახალგაზრდა მკვლევრებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან გაიმართება.
უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, სტუდენტები ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის პროექტების კოორდინატორებს, ბოლონიის უნივერსიტეტის წარმომადგენელ ფრანჩესკა მალტაუროსა და მონპელიეს უნივერსიტეტის წარმომადგენელ კოლინ ვოლეს შეხვდებიან.
2013 წლიდან აღნიშნული პროექტების ფარგლებში გაცვლითი პროგრამები ევროპის 20 უნივერსიტეტში განხორციელდება.
შეხვედრა ხვალ 15:00 საათზე გაიმართება

















