თბილისი - სენაკის ავტომაგისტრალზე, სოფელ წევასთან დატრიალებული ტრაგედიის გამო,  პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ მწუხარებას გამოთქვამს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
სოფელ წევასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო 7 ადამიანი გარდაიცვალა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












