საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ წევასთან მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ავარიას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და გულისტკივილს გამოთქვამს მომხდარი უბედურების გამო“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

















