სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა,
სადაც ხმის მიცემის მქონე 26-მა დელეგატმა ხელმძღვანელად, კვლავ პალიკო კასრაძე აირჩია. ის ანტიდოპინგურ სააგენტოს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანტიდოპინგურ სააგენტოში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე თეიმურაზ უკლება გააგრძელებს მუშაობას.
სააგენტოს საარჩევნო-საანგარიშო ყრილობას, სტუმრის სტატუსით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე დაესწრო.

















