საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდება.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა.
რიჩარდ ნორლანდთან ერთად, გურამ ოდიშარია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მე-2 მოადგილეს ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახალხო დიპლომატიის ასპექტით ბეი ფენგს, საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს მაიკლ ტერნერს და კულტურის ატაშეს ლოლა პეტროვასაც შეხვედება.

















