საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდება. 
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა.
რიჩარდ ნორლანდთან ერთად, გურამ ოდიშარია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მე-2 მოადგილეს ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახალხო დიპლომატიის ასპექტით ბეი ფენგს, საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს მაიკლ ტერნერს და  კულტურის ატაშეს ლოლა პეტროვასაც შეხვედება. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












