სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს 11 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. 
შეზღუდვა  გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხებათ. 
ასევე სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს 10-დან 16 საათამდე, ელექტრომომარაგება ვაკის  რაიონის ნაწილს, კონკრეტულად კი  ნუცუბიძის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეზღუდებათ. 
როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს, დღესვე ელექტროენერგია ვაზისუბნის II მიკრორაიონის და ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებსაც შეეზღუდებათ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












