ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე "აფხაზეთის საზოგადოებრივი თანხმობის სათათბირო" იზრუნებს.
აღნიშნულ საკითხზე დღეს პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ოფისში, "აფხაზეთის საზოგადოებრივი თნხმობის სათათბიროს" შეხვედრა გაიმართა.
სათათბიროს მიზანი ქართულ-აფხაზური ერთიანი საარსებო სივრცისა და საზოგადობრივი ერთიანობის აღდგენაა.
შეხვედრაზე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და პარტიის წევრებმა დებულების სამუშაო ვარიანტი განიხილეს. მასში ნათქვამია, რომ სათათბირო უფლებამოსილია იმოქმედოს, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე იმ ქვეყნებში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს.
აფხაზეთის საზოგადოებრივი თანხმობის სათათბიროს დებულებაზე მუშაობა მიმდიანრეობს და მისი საბოლოო ვარიანტი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
როგორც სათათბიროს წევრები აცხადებენ, ქართველებსა და აფხაზებს შორის კავშირების აღსადგენად ყველა შესაძლო გზას გამოიყენებენ.

















