რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ რუისი-აგარას მონაკვეთზე ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 ავტო-მაგისტრალის  სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. 
სამინიტროს ინფორმაციით, პროექტი 19 კმ სიგრძის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. 
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით, ჩინური კომპანია ”ჩაინა ნუკლეარ ინდუსტრი 23 კონსტრაქშენ კომპანი” ახორციელებს.
სამინიტროს ინფორმაციითვე, პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ 70,7 მლნ ლარით ფინანსდება.  ავტო-მაგისტრალის ახალი მონაკვეთი მშენებლობის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო  სტანდარტებს გაუთანაბრდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












