ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სოფლებში ჟურნალ-გაზეთების რეალიზება დაიწყო. 
თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის ინფორმაციით, ორბეთში, თიანეთში, მანგლისში, ალგეთში. წალკაში, სამებაში, საყდრიონსა და ნინოწმინდაში უკვე მეორე კვირაა სარეალიზაციოდ, ჟურნალ-გაზეთები შეაქვთ. 
„ჩვენი ამოცანაა, ისეთივე ხელმისაწვდომი გავხადოთ პრესა საქართველოს რეგიონებისთვის, როგორც ეს თბილისშია, სადაც ჟურნალ-გაზეთების შეძენა განაპირა რაიონებშიც არის შესაძლებელი“ - განაცხადა თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ჯიქიამ. 
საქართველოს რეგიონებში პრესის გავრცელება, თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ ზაფხულიდან დაიწყო. ჟურნალ-გაზეთები უკვე მიეწოდება მაღალმთიანი აჭარისა და რაჭის სოფლებს.     
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












