logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქველმოქმედო აქციის შედეგად შეგროვილი თანხა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება
საქველმოქმედო აქციის შედეგად შეგროვილი თანხა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება
10:23 03.12.2012
საქველმოქმედო აქცია „ბედნიერი დღეები მაკდონალდსში“-ს შედეგად შეგროვილი თანხა „კიბოს კვლევის ცენტრს - მარტინ დ.აბელოფის ლაბორატორიას“ გადაეცემა. აქციის შედეგები დღეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე „მაკდონალდსის“ ფილიალში დაგეგმილი პრესკონფერენციის დროს შეჯამდება.

„მაკდონალდსის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, აქციის შედეგად შეგროვილი თანხა ამჯერად სიმსივნით დაავადებული 5 ბავშვის დიაგნოსტიკას, კვლევას და მკურნალობას მოხმარდება. ამასთან კიბოს კვლევის ცენტრი თავის მხრივ, ბავშვებს საშუალებას მისცემს 14 ათას ლარამდე ღირებულების სამკურნალო პროცედურები და კვლევები ჩაიტარონ.

„ამ მასშტაბურ პროექტში ყოველწლიურად საქართველოც ერთვება და სიამოვნებით უწყობს ხელს სიმსივნით დაავადებული ან სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის თანხების შეგროვებას. 20 ნოემბერს, აქციის ფარგლებში, „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანთან დამონტაჟდა სპეციალური ფოტოკაბინები „გაიღე ღიმილი“. ფოტოს გადაღება კი ამ მხიარულ ფოტოკაბინაში სულ 2 ლარი ღირდა. ამასთანავე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, სადაც ღილაკ „დაეხმარე“-ზე თითოეული დაწკაპუნებისას „მაკდონალდსი“ თავის მხრივ საქველმოქმედო ანგარიშზე 10 თეთრს რიცხავდა. აქციამ 10 დღე გასტანა. ვიმედოვნებთ, რომ ცენტრს ჩვენი საქველმოქმედო აქციის შედეგად მოგროვილი თანხა არაერთი სასიკეთო მიზნის განხორციელებაში დაეხმარება, მით უფრო, რომ საქმე ამ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების ყველაზე უმცროს წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან “- აცხადებს „მაკდონალდსის“ დირექტორი თენგიზ კაპანაძე.

„კიბოს კვლევის ცენტრი - მარტინ დ.აბელოფის ლაბორატორიის“ მესვეურების განცხადებით კი, ასეთი ტიპის ქველმოქმედება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის საუკეთესო საჩუქარია, ვინაიდან ისინი აღნიშნული თანხით არაერთი სამედიცინო პროცედურის ჩატარებას შეძლებენ.

„მოხარული ვართ, რომ „მაკდონალდსმა“ ასეთი საქველმოქმედო აქცია სწორედ ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვების დასახმარებლად ჩაატარა. ასეთი დაავადებების მქონე ბავშვებს არაერთი სამედიცინო კვლევა თუ მანიპულაცია ესაჭიროებათ, გადმოცემული თანხაც სწორედ აქეთ იქნება მიმართული. მადლობას ვუხდით „მაკდონალდს“, რომ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა მათი პრიორიტეტია“- აცხადებს კიბოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე თავართქილაძე.

აქცია „ბედნიერი დღეები მაკდონალდსში“ ყოველწლიურად ტარდება და მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს. აქცია ყოველწლიურად მსოფლიოს 119 ქვეყანაში მდებარე 34,000 რესტორანში ერთდროულად ტარდება.

შემაჯამებელი პრესკონფერენცია დღეს 12 საათზე ჩატარდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა