სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს, 11 საათიდან 18 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.  
შეზღუდვა შეეხება დიდი ხეივნის და პირველი ხეივნის ქუჩების  მაცხოვრებლებს. 
ასევე სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება სამგორის რაიონის ნაწილსაც,  კონკრეტულად კი აეროპორტის დასახლების და რკინიგზის ჩიხის მაცხოვრებლებს შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, დღეს 10-დან 16 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აგრეთვე ისნის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის და ვაზისუბნის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს შეეხება.
ხვალვე ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებენ ცემის და თევდორე მღვდლის ქუჩების, აგრეთვე  გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებიც. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












