ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას აწყობს. 
კონფერენცია თემაზე - "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - არსებული სიტუაცია და ახალი გამოწვევები, დღეს  გაიმართება."
ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან
სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
პრემიერ-მინისტრი, სამინისტროების პირველი პირები და დიპლომატიური მისიების
ხელმძღვანელები.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












