ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში,
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას აწყობს.
კონფერენცია თემაზე - "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - არსებული სიტუაცია და ახალი გამოწვევები, ხვალ გაიმართება."
ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან
სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,
პრემიერ-მინისტრი, სამინისტროების პირველი პირები და დიპლომატიური მისიების
ხელმძღვანელები.

















