დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე, დღეს ეკონომისტი ირაკლი 
შიოლაშვილი აირჩიეს. კანდიდატურას საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე,   
დეპუტატების სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებუკლოში განმარტეს, გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად სხვა კანდიდატის განაცხადი არ შესულა.
29 წლის ირაკლი შიოლაშვილი ბოლო დრომდე ფინანსთა სამინისტროში
მუშაობდა. ის განათლებით იურისტ-ეკონომისტია.
შიოლაშვილი 2007-2010 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 
საკრებულოში, ქალაქ დედოფლისწყაროს დეპუტატი გახლდათ პარტია 
“მრეწველებიდან”.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი 
თანამდებობიდან 21 ნოემბერს გადადგა. თანამდებობები დატოვეს საკრებულოს 
თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა და გამგებლის პირველმა მოადგილე ალექსანდრე 
ალუღიშვილმაც.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












