გარდაბანში დღეს, გარდაბნის დევნილ ქალთა სათემო ორგანიზაციის „მშვიდობიანი თანაცხოვრება“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვა იმართება.
ორგანიზაცია „მშვიდობიანი თანაცხოვრების“ ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დევნილ ქალთა და უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლის ხელნაკეთი ნამუშევრები. გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხით, გარდაბნის დევნილი ქალბატონები უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლას  დაეხმარებიან. 
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, გამოფენა-გაყიდვა ტარდება ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და „ქეა“ საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორიბით, რეგიონალური პროექტის „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის“ ფარგლებში. ღონისძიება ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრისა და უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლის მხარდაჭერით.
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












