საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით,  
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრემიით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის მართლმადიდებელ ხალხთა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში“ დაჯილდოვდება.
პრემია ყოველწლიურია და მას რუსეთის  მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს გადასცემს.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მომავალი წლის დასაწყისში   მოსკოვში გაემგზავრება.
პრემიის საზეიმო გადაცემა კი 23 იანვარს,  ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში შედგება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












