საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის ძველნაბეჭდ წიგნებს რესტავრაცია უტარდება.
არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში სარესტავრაციო სამუშაოები მე-18 მე-19 საუკუნეებში გამოცემულ 5 წიგნს უტარდება, რომელთაგან უძველესი, 1790 წელსაა დაბეჭდილი.
რესტავრაციის გეგმა, მათი ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, უკვე
შედგენილია. დაზიანების ხარისხის მიხედვით წიგნების რესტავრაციას 1-დან 3 თვემდე დასჭირდება.

















