ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, 29 ნოემბერს კომპანია „თელასის“ პრობლემებზე მომუშავე კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ინიციატივით, გასულ კვირას შეიქმნა.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე კომისია „თელასიდან“ ივნისში გაშვებული 107 ადამიანის შესახებ იმსჯელებს, ხოლო შემდეგ მსჯელობა უკვე სექტემბერში დათხოვილი 73 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას შეეხება.

















