კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან
დაკავშირებით,  ღრმაღელე-ვაზისუბნის წყალსადენის გვირაბზე, 
დღეს და ხვალ საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი, რის გამოც 27 ნოემბერის 06:00 საათიდან, 29 ნოემბერის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ილურიძის, ლომთათიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, ურიდიას, ხუდადოვის, მარუაშვილის,
სამშვილდის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, აჭარის, აგარის, ცხრა ძმის, დავითაშვილის,
ბაგრატიონის, ლამის, თამარაშენის, სააკაძის, ცაიშის, ქვალონის, გივიშვილის, აბაშის,
ნორიოს აღმართის, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის. გუმათის, ბოდავის, სამურზაყანოს,ტაშირის, ლებარდეს, ასპინძის, მრელაშვილის, ბაბისხევის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის,გუჯარეთის, მელაანის, ფერმო ავლაბრის, კობარეთისა და აწყურის ქუჩებს, ასევე ლოტკინის, ელიას, ავლაბარისა და მეტრომშენის დასახლებებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყლის მიწოდების ხანგრძლივობა შეუმცირდება ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირს და მის მიმდებარე ქუჩებს.
წყალი დაბალი წნევით მიეწოდება N1 კლინიკურ, ე.წ. „არამიანცის საავადმყოფოს“.
საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები დღეს დილით შეუდგნენ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












