კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" პრესსამსახურის ინფორმაციით,  საბურთალოს რაიონში, საშუალო წნევის გაზსადენის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, 
27 ნოემბერს დილის 11.00 სთ-დან  15.00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება ფანასკერტელის ქუჩაზე 19, 20, 22 კორპუსების, ასევე დოლიძისა და ლიხაურის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას.
 შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი აბონენტებს მოუწოდებს დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და  გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












