საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 19 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
ქვეყნის რეალურ მმართველად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გამოკითხვაში მონაწილეთა მხოლოდ 10,8 პროცენტი მიიჩნევს.
კითხვაზე „თქვენი აზრით ვინ არის დღეს ქვეყნის რეალური მმართველი“, გამოკითხვაში მონაწილეთა 10,8 პროცენტმა უპასუხა, რომ ეს  მიხეილ სააკაშვილია, 64,9 პროცენტი  კი მიიჩნევს, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, გამოკითხვაში მონაწილეთა 24,3 პროცენტს გაუჭირდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












